ფეხბურთი

13:50 | 21.04.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ჰუფნაგელის დუბლი "ბაიერნის" 19-წლამდელებთან

გერმანიის 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ 1:2 წააგო "უნტერჰახინგთან". გამარჯვებულთაგან ორივე გოლი ლუკა ჰუფნაგელმა გაიტანა: მან ჯერ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ 71-ე წუთზე ლუკამ გადამწყვეტი შეაგდო.

ჰუფნაგელი მართლაც კარგ სეზონს ატარებს და როგორც უკვე ვწერდით, 2 კვირის წინ "უნტერჰახინგის" ძირითად გუნდშიც ითამაშა.

გადაწყვეტილია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ზაფხულიდან უკვე რეგულარულად ითამაშებს მთავარ გუნდში.  

 

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:22 | 03.08.2020
davidinho (1027)

არ იქნება ცუდი ვარიანტი

0.065446