ფეხბურთი

23:18 | 30.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოვედესმა შალკე მარცხისგან იხსნა

 

ბუნდესლიგაში შაბათი დღის ბოლო მატჩში შალკემ ბაიერნი მიიღო. ტურის ცენტრალური შეხვედრა განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩეოდა, იშვიათად ნახავდით კომბინაციებს, მოთამაშეები ცდილობდნენ მწვრთნელთა ტაქტიკური დავალებები შეესრულებინათ და სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ.

თუ გასული სეზონის დასაწყისში ბაიერნის თამაშში ტიკი-ტაკას ელემენტები შეინიშნებოდა, დღეს სულ სხვაგვარი შთაბეჭდილება დამრჩა, კონკრეტული თამაშიდან გამომდინარე ფეხბურთის თამაშის გერმანულმა ტრადიციებმა კატალონიელის ფილოსოფია შეცვალა. მიუნხენელები იმპროვიზაციაზე უმეტეს შემთხვევებში უარს ამბობდნენ, რასაც გვარდიოლას გაწვრთნილ ფეხბურთელთაგან მიჩვეულნი არ ვართ.

პირველი გოლი მე-10 წუთზე გავიდა. ლევანდოვსკიმ როდეს პასით გახსნა ანგარიში. შეგახსენებთ, ბაიერნის მაისურით ოფიციალურ შეხვედრებში პოლონელმა პირველად გაიტანა და მის მიმართ წარმოშობილ კრიტიკას ამ მომენტისთვის აზრი დაეკარგა.

პირველი ტაიმი მოქმედი ჩემპიონის უპირატესობით წარიმართა, ხოლო მეორე ტაიმში შალკე გააქტიურდა და გუნდის ერთადერთმა მსოფლიო ჩემპიონმა, ბენედიქტ ჰოვედესმა გამათანაბრებელი გოლი 62-ე წუთზე გაიტანა.

ფეხბურთელები მძიმედ დარბოდნენ და ვფიქრობ, არც ერთი გუნდი სასურველ ფორმაში არ არის. თუმცა, შალკემ პირველ ტურთან შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ჰანოვერთან მარცხის შემდეგ ბაიერნს არ მოაგებინა, ხოლო ბაიერნს რაღაც აკლდა, ის რაც ყოველთვის ჰქონდათYგვარდიოლას გუნდებს და იმედია შემდეგ ტურებში გამოასწორებენ თამაშის ხარისხს. იყო ერთი ფაქტორიც, პირველი ტაიმიდან გამომდინარე ნაკლებად მოსალოდნელი იყო შალკესგან გოლის გაშვება, თუმცა საბოლოოდ სტუმრები მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.  

მანმადე კი, ბევრი არ მიფიქრია და საყურებლად “ბაიერი’’-“ჰერტას’’ შეხვედრა ავირჩიე. ფარმაცევტებმა სეზონი კარგად დაიწყეს. ჯერ იყო და “კოპენჰაგენი” საგრძნობი უპირატესობით დაამარცხეს, ამასთან ბუნდესლიგის პირველ ტურში დორტმუნდის ‘’ბორუსიას’’ სძლიეს. როჯერ შმიდტს კარგი გუნდი ჰყავდა გასულ სეზონში ‘’ზალცბურგის’’ სახით, თუმცა საკმაო განსხვავებაა როგორც ავსტრიის ბუნდესლიგასა და გერმანიის ბუნდესლიგას, ასევე ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის.

“ბაიარენაზე’’ საწყისი წუთებიდანვე უპირატესობას მასპინძლები დაუფლნენ, თუმცა პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ბრენდ ლენოს კარში გავიდა, გოლის ავტორი კი მისი თანაგუნდელი 18 წლის ტინ იედვაი აღმოჩნდა. ამგვარ ვითარებაში შესაძლოა გამოცდილი ფეხბურთელიც ფსიქოლოგიურად გამტყდარიყო, თუმცა იედვაის მოტივაციაზე პირველი გოლის ეპიზოდს არ უმოქმედია. საინტერესოა რას ფიქრობდა ნიჭიერი ხორვატი შეცდომის დაშვების შემდგომ ან რა უთხრა მას მთავარმა მწვრთნელმა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში იედვაიმ ანგარიში გაათანაბრა. მგონი ეს ის მომენტია, როცა ნეიტრალური გულშემატკივარიც გაიხარებდა ახალგაზრდა ფეხბურთელის გოლით.

ბერლინელთაგან აქტიური იყო შიბერი, რომელმაც იედვაის გოლს გოლითვე უპასუხა, ასევე ჰოსოგაი, ხოლო შმიდტის ფეხბურთელთაგან ბელარაბი, მაგრამ მე სონის პასები და მოძრაობები უფრო მომეწონა. ბოლო წლებში აზიელი ფეხბურთელები განსაკუთრებით წარმატებით ბუნდესლიგაში ასპარეზობენ და თუ 10 წლის წინ გერმანელი მაყურებელი ელბერის, პაულო სერჟიოსა და დიეგოს ლამაზი, შემოქმედებითი თამაშით იღებდა სიამოვნებას, დღეს სამხრეთამერიკელთ კონკურენტები გამოუჩნდნენ აზიელთა სახით.

ზაფხულში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მუნდიალის მსგავსად უნგრეთშიც გერმანელთა გუნდი გახდა საუკეთესო, ხოლო გამარჯვებულთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო ჯულიან ბრანდტი, რომელიც დღეს მეორე ტაიმში კორეელი სონის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე და მაშინ როცა ანგარიში საყაიმო იყო გამარჯვების გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ბოსნიელი ემირ სპაჰიჩის თავური აუღებელი გამოდგა ნორვეგიელი მეკარე რუნე იარსტეინისთვის.

უხვგოლიანი გამოდგა “ვოლფსბურგისა’’ და “აინტრახტის’’ დაპირისპირება. სტუმრები ორჯერ აგებდნენ, თუმცა ჯერ იყო და ყოფილმა ფრანკფურტელმა სებასტიან იუნგმა საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო შეხვედრის მიწურულს ვაცლავ კადლეცმა ქულა მოუტანა თანაგუნდელებს.

გასვლითი შეხვედრები მოიგეს “კიოლნმა” და “პადერბონმა”. ორივე მათგანმა გასული სეზონი მეორე ბუნდესლიგაში გაატარა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მეორე ბუნდესლიგა რანგით მეორე ლიგებს შორის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ბუნდესლიგის კლუბებმა ბევრი ფეხბურთელი მეორე ბუნდესლიგის კლუბებიდან დაიმატეს.

 

ბაიერი – ჰერტა 4:2 (0:1)

ბაიარენა, 27 819 მაყურებელი

ბაიერი: ლენო, ბიონიში, სპაჰიჩი, ტოპრაკი, იედვაი (იედვაი 65), როლფესი (რეინარცი 68), კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46)

მთავარი მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

ჰერტა: იარსტეინი, ჰეიტინგა, ვან დერ ბერგი ( პლატენჰარდტი 66), ბრუქსი, ნდიენგი, ნეიმეიერი, ჰოსოგაი (ჰეგელერი 76), ლუსტენბერგერი, შულცი (ვაგნერი 79), ბეერენსი, შიბერი

მთავარი მწვრთნელი: იან ლუჰუკაი

გოლები: 0:1 იედვაი (ავტოგოლი) 24, 1:1 იედვაი 50, 1:2 შიბერი 60, 2:2 სპაჰიჩი 62, 3:2 ბრანდტი 74, 4:2 ბელარაბი 86

გაფრთხილება: ნეიმეიერი 64

 

 

ვოლფსბურგი – აინტრახტი 2:2 (1:1)

ვოლკსვაგენი არენა, 27 528 მაყურებელი

ვოლფსბურგი: გრუნი, ნალდო, იუნგი, როდრიგესი, კნოხე, გუსტავო ( მალანდა 46), ვიერინია (კალიჯული 70), გულავუგი, დე ბრუენი, არნოლდი, ოლიჩი (ბენდტნერი 70)

მთავარი მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

აინტრახტი: ტრაპი, რუსი, ჯაკპა, ზამბრანო, ბამბა, ჰასებე ( სტენდერა  84), ინუი, იგნიოვსკი, ვალდესი (ჩანდლერი 56), სეფეროვიჩი, ლუკას პიაზონი (კადლეცი 84)

მთავარი მწვრთნელი: ტომას შააფი

გოლები: 1:0 ნალდო 15, 1:1 იუნგი (ავტოგოლი) 23, 2:1 არნოლდი 79, 2:2 კადლეცი 85

გაფრთხილება: გუსტავო 21, გულავუგი 58, ზამბრანო 84, არნოლდი 93

 

ვერდერი – ჰოფენჰაიმი 1:1 (0:1)

ვეზერშტადიონი, 38 900 მაყურებელი

ვერდერი: ვოლფი, პრიოდლი, ლუკიმია, გარსია, გალვეზი, ფრიტცი, ელია, იუნოზოვიჩი, ჰაიროვიჩი (ბარტელსი 61), დი სანტო, სელკე (პეტერსენი 66)

მთავარი მწვრთნელი: რობინ დუტი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბიჩახჩიჩი, სულე, პოლანსკი, რუდი (ვესტერგაარდი 84), შტრობლი (აბრაჰამი 46), ფირმინო, ელიუნუსი, შალაი, ვოლანდი

მთავარი მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 ფირმინო 19, 1:1 გალვეზი 59

გაფრთხილება: სელკე 3, იუნოზოვიჩი, 36, გალვეზი 60

 

შტუტგარტი – კიოლნი 0:2 (0:2)

მერსედეს-ბენზ-არენა, 55 000 მაყურებელი

შტუტგარტი: ულრაიხი, კლეინი, შვააბი, საკაი (რაუში 77),  რუდიგერი, გენტნერი, დიდავი, რომეუ, მაქსიმი (კოსტიჩი 62), იბიშევიჩი, ჰარნიკი (ვერნერი 46)

მთავარი მწვრთნელი: არმინ ფე

კიოლნი: ჰორნი, ბრეცკო, მარო, ჰექტორი, ლემანი, ჰალფარი, რისე (ოლკოვსკი 72), ვოგტი, ვიმერი, ოსაკო (მატუსჩიკი 85) უჯაჰი (ზოლერი 78)

მთავარი მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი

გოლები: 0:1 ოსაკო 22, 0:2 უჯაჰი 33

გაფრთხილება: რისე 40, ბრესკო 60, კოსტიჩი 86

 

ჰამბურგი – პადერბორნი 0:3 (0:1)

იმტექ არენა, 54 553 მაყურებელი

ჰამბურგი: ადლერი, იანსენი (ოსჩოლეკი 71), ჯურუ, ვესტერმანი, დიკმაიერი, ვან დერ ჰარტი (რუდნევსი 37), ბეჰრამი, ილიჩევიჩი, ბადელი, არსლანი (შტიბერი 46), ლასოგა

მთავარი მწვრთნელი: მირკო სლომკა

პადერბორნი: კრუზე, ჰუნემეიერი, სტროჰდიკი, ვემერი, ზიგლერი, კოცი (რუპი 64), ვრანჩიჩი (ვუჩუნოვიჩი 84), ბაკალორზი (კუსჩკე 77), სტოპელკამპი, ბრუკნერი, კაჩუნგა

მთავარი მწვრთნელი: ანდრე ბრეიტენრიტერი

გოლები: 0:1 კაჩუნგა 29, 0:2 ვრანჩიჩი 68, 0:3 სტოპელკამპი 87

გაფრთხილება: არ ყოფილა

 

შალკე 04 – ბაიერნი 1:1 (0:1)

გელზენკირხენი. “ველტინს-არენა.” 61 973

შალკე 04: ფერმანი, ჰოვედესი,სანტანა, კირხოფი (ნოიშტედტერი 40), მატიპი, აიჰანი, სემი, ჰოგერი, დრაქსლერი, მაიერი, ჩუპო-მოტინგი

მწვრთნელი: იენს კელერი

ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბოატენგი, ალაბა, როდე, ბადშტუბერი, ხაბი ალონსო, შაქირი, გიოტცე, მიულერი, ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი(10), 1:1 ჰოვედესი (62)

მსაჯი: მარკო ფრიტცი

გაფრთხილება: კირხოფი 13, ჰოგერი 17, როდე 38, დრაქსლერი 45, სემი 64.

 

ბომბარდირები: 3 - იულიან შიბერი (შალკე), 2 - ელიას კაჩუნგა (პადერბორნი), ქარიმ ბელარაბი (ბაიერი)

0.134111