ფეხბურთი

17:55 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოვარდ უებმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ინგლისელმა არბიტრმა, ჰოვარდ უებმა 25-წლიანი სამსაჯო კარიერა დაასრულა. ამ ინფორმაციას ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 43 წლის უები მუშაობას სამსაჯო კომიტეტის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე განაგრძობს.

ჰოვარდ უები პრემიერლიგაში 2003 წლიდან მსაჯობდა, ხოლო FIFA-ს არბიტრი ის 2005 წელს გახდა. უებმა სულ 534 მატჩში იმსაჯა. მან ფეხბურთლებს 1694 ყვითელი და 68 წითელი ბარათი უჩვენა.

0.13833