ფეხბურთი

14:39 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰონდას იტალიური პერსპექტივა ჯერ საეჭვოა

“მილანის” ვიცეპრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბში ნახევარმცველ კეისუკე ჰონდას შესაძლო ჩარიცხვასთან დაკავშირებით სიახლე ჯერ არაფერია.

“მილანის” ხელმძღვანელობას იაპონელი ფეხბურთელის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს, მაგრამ ჰონდას ამჟამინდელი კლუბის, მოსკოვის ცსკა-ს ხელმძღვანელობა ლეგიონერის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე – დეკემბრამდე შენარჩუნებას ცდილობს.


0.135351