“მილანის” ახალწვეული კეისუკე ჰონდა უკვე იტალიაში და Milan Cannel-თან საუბრისას, როგორც “როსონერის” ფეხბურთელმა, მან პირველი კომენტარიც გააკეთა.
“მოხარული ვარ იმით, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან ვღელავ. მგზავრობის დროს კარგად ვამოვიძინე. იმედი მაქვს, ახალ თანაგუნდელებს მალე შევხვდები. თამაშისთვის მზად ვარ. მიმაჩნია, რომ გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შემიძლია.
ამ მომენტს დიდხანს ველოდი. ოცნება ამისრულდა. “მილანი”, ჩემთვის, ყოველთვის ლეგენდარული კლუბი იყო და მის თამაშს თვალს ბავშვობიდან ვადევნებდი.
შეგახსენებთ, რომ ჰონდა “მილანში” ცსკა-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. იაპონელმა, რომელიც 10 ნომრით ითამაშებს, იტალიელებს თავისი მომავალი 2017 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.