თამაშგარე

11:45 | 26.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰომოსექსუალიზმი ბულგარულ ფეხბურთში

დიდი ამბებია ბულგარეთში. ბულგარეთის საფეხბურთო კლუბ “ჩავდარის“ ხელმძღვანელობა ადგილობრივმა ჟურნალისტებმა აგრესიულ ჰომოსექსუალიზმში ამხილეს. როგორც ბულგარელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, საფეხბურთო კლუბში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ხელს გუნდის პრეზიდენტი, კრასიმირ კოსტოვი უწყობს, რომელმაც რამდენიმე ფეხბურთელს მასთან ერთად სოდომის ცოდვის კისერზე დადება აიძულა.
ყველაფერი კრასიმირ კოსტოვისა და ასე თუ ისე ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელის, ორლინ ორლოვის სასიყვარულო რომანით დაიწყო. ორლინი გუნდის პრეზიდენტთან გეი-ურთიერთობების გამო, საკუთარ ცოლსაც კი გაშორდა და ორი შვილი მიატოვა. ამის შემდეგ კი, “ჩავდარი“ პრაქტიკულად გარყვნილების ბუდედ ჩამოყალიბდა.
ბულგარეთის გენერალური პროკურატურის გარდა, ათეულობით ზღვისგაღმელმა ჟურნალისტმა დაიწყო ზემოთაღნიშნული გეი-სკანდალის დეტალების გარკვევა და ძიება. ზოგიერთი ჟურნალისტი იმასაც კი ირწმუნება, რომ კლუბის პრეზიდენტმა “ჩავდარის“ ფეხბურთელთა ნახევარზე მეტი ჰომოსექსუალად აქცია და ამ კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელის აყვანისათვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ასეთ ურთიერთობებში შესვლა იყო.

0.165665