ფეხბურთი

19:24 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლტბის მეტი სათამაშო დრო უნდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი ლუის ჰოლტბი უფრო მეტი სათამაშო დროის მიღების იმედს გამოთქვამს და ბუნდესლიგაში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

ჰოლტბი “ტოტენჰემში” 2013 წლის იანვარში, “შალკედან” გადავიდა. მას შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელმა 38-ჯერ ითამაშა, აქედან 18-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში.

“ბუნდესლიგაში დაბრუნება? ამ ვარიანტს არასდროს არ გამოვრიცხავ. ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელი.

“ტოტენჰემში” დიდი კონკურენციაა. რა თქმა უნდა, მინდა, რომ თამაშში უფრო აქტიურად ვიყო ჩართული. მიმაჩნია, რომ გუნდისთვის გამოსადეგი ფეხბურთელი ვარ, რადგან მართალია ძირითად შემადგენლობაში არ ვთამაშობ, მაგრამ 9 საგოლე გადაცემის გაკეთება და 3 ბურთის გატანა მაინც მოვახერხე.” – ციტირებს ჰოლტბის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.121911