სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:52 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიის ლანდი

ასე სუსტად თუ ითამაშებდა ჰოლანდიის ნაკრები, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით. დუნედ, ზლაზვნით, ემოციის გარეშე – ფაქტობრივად, არ ეტყობოდათ თამაშის წყურვილი. ახალგაზრდა “ნარინჯისფერები” მაინცდამაინც ვერც მოლდოვასთან ბრწყინავდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მაინც გაიტანეს 3 გოლი, უელსი კი ერთხელაც ვერ დაამწუხრეს და საერთოდ, საგოლე მომენტიც თითქმის არ ჰქონიათ.

მე-15 წუთზე აკოლასტემ ვარდნაში დარტყმით ააცილა, თურქული წარმოშობის ფლანგელმა ბილალმა ძლიერად დაარტყა და მეკარემ მოიგერია. ეს ყველაფერი საწყის 25 წუთში. ამის შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, უელსელთა მეკარე ერთხელაც არ გადამხტარა. მეორე ნახევარში ჩასაწერი საერთოდ არაფერი ყოფილა შეცვლებისა და ყვითელი ბარათების გარდა.

უელსს უფრო რეალური შანსი ჰქონდა, როცა 35-ე წუთზე უეინ ჯონსმა ახლოდან ააცილა. მოჭრილი დაარტყა და ზედმეტად მოჭრა გამოუვიდა. იდეალური მომენტი იყო.

კიდევ რაც მოხდა, საწყის ნახევარ საათში მინდორზე ყველაზე აქტიური აბდელფათახ ნური შევიდა საჯარიმოში და წააქციეს, მსაჯმა კი სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. საეჭვო ეპიზოდი იყო.

მეორე ტაიმზე უკვე ვთქვით – საინტერესო არაფერი მომხდარა და მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც არ ყოფილა. ჰოლანდიელები დასეირნობდნენ და ბურთს აგორავებდნენ. უელსს კი გარისკვის შეეშინდა – ცენტრის იქით ორ-სამჯერ თუ გადავიდა და ისიც, მალევე კარგავდა ბურთს.

საკვირველი ისაა, რომ ასეთ უნიათო თამაშში, ჰოლანდიელმა მარჯვენა მცველმა უელშმა წითელი ბარათის მიღება “მოახერხა” – ორივე ყვითელი მოედნის ცენტრში უხეშობისთვის უჩვენეს.          

 

ჰოლანდია-უელსი 0:0

15.11.2013. 15:00. თბილისი. დინამო არენა. 100 მაყურებელი

ჰოლანდია: ჰავეკოტი, უელში, ლუკასენი, ჰენდრიქსი, რიდევალდი, დამერსი (ჟივკოვიჩი 68), ლემანსი, ბილალი, ვლუტი (სანო 78), კარსდორპი (ბაზოერი 68), აკოლასტე.

მწვრთნელი: ვიმ ვან ზვამი.

უელსი: ქროუ, უიქჰემი, ჯონი, რ. ევანსი (ვიკსი 64), იორვერტი, შინანი, ოსალივანი, ვილიამსი, სმიტი, ნური (ჯ. ევანსი 76), ჯონსი (რიდი 81).

მწვრთნელი: ჯერენტ ვილიამსი.

გაფრთხილება: ნური (24), შინანი (33), ვილიამსი (39), დამერსი (57), უელში (86, 90+4).

გაძევება: უელში (90+4).

მსაჯი: ზელინკა (ჩეხეთი).

 

1.      საქართველო           2      2      0     0     7:1     6    
2.  ჰოლანდია  2 1 1 0 3:0 4
3.  უელსი  2 0 1 1 1:5 1
4.  მოლდოვა  2 0 0 2 0:5 0
სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.226371