ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ორი კვირის განმავლობაში ჰოლანდიელი სპეციალისტი 30 ფეხბურთელს აკვირდებოდა და 7 მათგანს სამშობლოში დარჩენა მოუწევს, ესენი არიან: იერუნ ზუტი, ქარიმ რეკიკი, პატრიკ ვან ანხოლტი, ტონი ვილხენა, ქუინსი პრომესი, რაფაელ ვან დერ ვარტი და ჟან-პოლ ბოეტიუსი.
ვან გაალის რჩეულთა სია ასე გამოიყურება.
მეკარეები: იასპერ სილენსენი ("აიაქსი"), მიხელ ვორმი ("სუონსი", ინგლისი), ტიმ კრული ("ნიუკასლი", ინგლისი).
მცველები: დალეი ბლინდი, ჟოელ ველტმანი (ორივე "აიაქსი"), დარილ იანტმანი, მარტინს ინდი, ტერენს კონგოლო, სტეფან დე ვრეი (ყველა "ფეინოორდი"), რონ ვლარი ("ასტონ ვილა", ინგლისი), პოლ ვერხაგი ("აუგსბურგი", გერმანია).
ნახევარმცველები: ხორდი კლასი ("ფეინოორდი"), ჯონათან დე გუზმანი ("სუონსი", ინგლისი), ნაიჯელ დე იონგი ("მილანი", იტალია), ლერუი ფერი ("ნორვიჩი", ინგლისი), არიენ რობენი ("ბაიერნი", გერმანია), ვესლი სნეიდერი ("გალათასარაი", თურქეთი), გეორგინიო ვეინალდუმი (პსვ).
თავდამსხმელები: მემფის დეპაი (პსვ), ჯერმეინ ლენსი ("დინამო", უკრაინა), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), დირკ კიუიტი ("ფენერბახჩე", თურქეთი), კლას-იან ჰუნტელაარი ("შალკე", გერმანია).
გიორგი ბალახაძე