თამაშგარე

14:28 | 26.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიელებს უკრაინელი ქალებით აშინებენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჰოლანდიის ტელეარხებზე გამოჩენილმა რეკლამამ შეაშფოთა. ვიდეორგოლს – “დააკავეთ ის სახლში” ჰქვია და ქალბატონებს მეუღლეების უკრაინაში კერძოდ კი, ევრო-2012-ზე გაშვებას უკრძალავს იმ მიზეზით, რომ ხსენებული ქვეყანა ლამაზი ქალებითაა სავსე.
“ასეთი სახის რეკლამას ვგმობთ და მოვითხოვთ, რომ ჩვენებიდან მოხსნან. უკრაინის ელჩი ნიდერლანდებში, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებსა და იმ კომპანიის სპონსორებს შეხვდა, რომლებმაც ხსენებული ვიდეო გამოუშვეს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციაში რეკლამა შეურაცხმყოფელად და დისკრიმინაციულად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ვიდეო მათთან შეუთანხმებლად გადაიღეს”, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანი, ალექსანდრ დიკუსაროვი.

 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.11918
სარეკლამო ადგილი - 99
X x X