სხვა

22:43 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰოკეისტებმა ბულგარეთთანაც წააგეს

ლუქსემბურგის ქალაქ კოკელშოიერში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში III დივიზიონის ქვეყნებს შორის. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირზე მე-3 მატჩი ჩაატარა და კვლავ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჰოკეისტებმა ჩრდილოეთ კორეასთან 1:22 წააგეს, შემდეგ ჰონგ კონგთან 0:12 დამარცხდნენ, დღეს კი ბულგარეთის გუნდთანაც ვერაფერი გააწყვეს – 1:19. გოლი გიორგი გობეჯიშვილის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის, III დივიზიონს ჩრდილოეთ კორეის და ბულგარეთის ნაკრებები ლიდერობენ, რომელთა აქტივშიც 3-3 მოგებაა.

11 აპრილს ქართველები ლუქსემბურგს ეთამაშებიან, 12-ში კი ძალებს არაბეთის გაერთიანებული ემირატების გუნდთან მოსინჯავენ, რომელსაც ასევე სამივე მატჩი წაგებული აქვს, ოღონდ, ერთი – ოვერტაიმში.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.118688
სარეკლამო ადგილი - 99
X x X