ფეხბურთი

18:32 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰოფენჰაიმმა” გადათამაშებას ვერ მიაღწია

“ჰოფენჰაიმსა” და “ლევერკუზენს” შორის გადათამაშება არ გაიმართება. აღნიშნული მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გერმანულმა სპორტულმა სასამართლომ “ჰოფენჰაიმის” სარჩელი არ დააკმაყოფილა.

18 ოქტომბერს, ბუნდესლიგის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს “ჰოფენჰაიმი” და “ლევერკუზენი” უპირისპირდებოდნენ, სტუმრებმა არარსებული გოლით მოიგეს. საქმე ისაა, რომ კისლინგის არაზუსტი დარტყმის შემდეგ, ბურთი კარში კი აღმოჩნდა, მაგრამ ამის მიზეზი ცუდად დამაგრებული ბადე იყო. “ჰოფენჰაიმმა” მომხდარი გააპროტესტა და გადათამაშება მოითხოვა, მაგრამ როგორც ირკვევა, ზინსჰაიმელების საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

“ჰოფენჰაიმს” სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 7-დღიანი ვადა აქვს.

0.141601