ფეხბურთი

19:32 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა როდრიგესს უხმო

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, ჩილესა და გერმანიის ნაკრებებთან ამხანაგური მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.

ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს “სანდერლენდის” თავდამსხმელი 24 წლის ჯეი როდრიგესი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა.
ნაკრებში დააბრუნეს “ლივერპულის” 23 წლის ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი, რომელმაც ბოლოს ნაკრებში შარშან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

ჩილესთან და გერმანიასთან სპარინგები შესაბამისად 15 და 19 ნოემბერს ლონდონში სტადიონ “უემბლიზე” ჩატარდება.
მომავალი თამაშებისთვის ჰოჯსონმა შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ფრეიზერ ფორსტერი (“სელტიკი”, შოტლანდია), ჯონ რადი (“ნორვიჩი”).

მცველები: ლეიტონ ბეინსი. ფილ იაგიელკა (ორივე “ევერტონი”), გარი კეჰილი, ეშლი კოული (ორივე “ჩელსი”), ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), კირან გიბსი (“არსენალი”), კრის უოლკერი (“ტოტენჰემი”), გლენ ჯონსონი (“ლივერპული”).

ნახევარმცველები: მაიკლ კერიკი, ტომ კლევერლი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), სტივენ ჯერარდი, ჯორდან ჰენდერსონი (ორივე “ლივერპული”), როს ბარკლი (“ევერტონი”), ადამ ლალანა (“საუთჰემპტონი”), ფრენკ ლამპარდი (“ჩელსი”), ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”), ანდროს თაუნსენდი (“ტოტენჰემი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”).

თავდამსხმელები: უეინ რუნი, დანი უელბეკი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), ჯეი როდრიგესი, რიკი ლამბერტი (ორივე “საუთჰემტონი”), ჯერმეინ დეფო (“ტოტენჰემი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”).

0.117395