ფეხბურთი

19:54 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონის ორი ახალწვეული

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 6 სექტემბერს შინ მოლდოვის და 10 სექტემბერს სტუმრად უკრაინის ნაკრებებთან ჩასატარებელი მატჩებისთვის, შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა სია დაასახელა.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰოჯსონმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:

მეკარეები: რეიზერ ფორსტერი (“სელტიკი”, შოტლანდია), ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ჯონ რადი (“ნორვიჩი”).

მცველები: ლეიტონ ბეინსი, ფილა იაგიელკა (ორივე “ევერტონი”), გარი კეჰილი, ეშლი კოული (ორივე “ჩელსი”), გლენ ჯონსონი (“ლივერპული”), ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), კაილ უოკერი (“ტოტენჰემი”).

ნახევარმცველები: როს ბარკლი (“ევერტონი”), მაიკლ კერიკი, ტომ კლევერლი (ორივე “მანჩესტერ იუნაიტედი”), სტივენ ჯერარდი, რახიმ სტერლინგი (ორივე “ლივერპული”), ფრენკ ლამპარდი (“ჩელსი”), ჯეიმს მილნერი (“მანჩესტერ სიტი”), ანდროს თაუნსენდი (“ტოტენჰემი”), ტეო უოლკოტი, ჯეკ უილშირი (ორივე “არსენალი”).

თავდამსხმელები: ჯერმეინ დეფო (“ტოტენჰემი”), რიკი ლამბერტი (“საუთჰემპტონი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), დენი უელბეკი, ეშლი იანგი, უეინ რუნი (ყველა “მანჩესტერ იუნაიტედი”).   

ჰოჯსონმა მომავალი მატჩებისთვის ორი ახალწვეული როს ბარკლი და ანდროს თაუნსენდი მიიწვია.

0.117202