ფეხბურთი

11:03 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი უელბეკის გაფრთხილებამ დააღონა

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ საშინაო მატჩში მოლდოვასთან მოპოვებული იოლი გამარჯვების (4:0) მიუხედავად, თამაშით მაინც უკმაყოფილო დარჩა. ამის მიზეზად კი თავდამსხმელ დენიელ უელბეკის მიერ მიღებული ყვითელი ბარათი დაასახელა.

“მატჩის უმთავრესი ეპიზოდი ჩემთვის უელბეკის გაფრთხილება იყო. ამ ყვითელი ბარათის გამო იგი სამ დღეში, უკრაინაში ჩასატარებელ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება. რუნისა და სტარიჯის ტრავმების გამო თავდასხმის ხაზში ისედაც პრობლემები გვქონდა. ახლა კი მართლა საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ვინ დავაყენო შეტევაში” – უთხრა ჰოჯსონმა BBC-ს.

 

 

0.117425