ფეხბურთი

11:54 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი: “ქომაგების ცუდი რეაქციაც ფეხბურთის ნაწილია”

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ჩილეს ნაკრებთან 0:2 წაგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შედეგის მიუხედავად არ ნანობს, რომ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე სერიოზული ცვლილება განახორციელა.

“თავიდანვე გავრისკე და შესაბამისად სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. გულშემატკივრებმა თამაშის შემდეგ გვისტვინეს, მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია. წაგება არავის უყვარს და უკმაყოფილების გამოხატვისთვის ქომაგს ვერ გავაკრიტიკებ. ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი დავაყენე – ჯეი როდრიგესი, ადამ ლალანა და ფრეიზერ ფოსტერი. უკმაყოფილო არც ერთის თამაშით არ ვარ. არც არაფერს ვნანობ. სამშაბათს გერმანიასთან დაპირისპირება გველის და იმ შეხვედრაში სხვა შემადგენლობას დავაყენებ” – უთხრა როი ჰოჯსონმა ერთ-ერთ ბრიტანულ სპორტულ გამოცემას.

 

 

0.195556