ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი აცხადებს, რომ 15 წლის წინათ, მას გერმანიის ეროვნული გუნდის ჩაბარების შანსი ჰქონდა, მაგრამ ამაში მას ხელი ფრანც ბეკენბაუერმა შეუშალა.
“ნაკრების ჩაბარების პრეტენდენტთა სიაში ვიყავი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეადგინა. თუმცა, ჩემი მეგობარი ფრანც ბეკანბაუერი თვლიდა, რომ ნაკრების უცხოელი სპეციალისტისთვის ჩაბარება ნიჭიერი მწვრთნელების გერმანული პროგრამის განხორციელებას ხელს შეუშლიდა.” – ციტირებს ჰოჯსონის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და გერმანიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურად ხვალ გაეჯიბრებიან.