ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბელორუსი ფეხბურთელის, ალექსანდრ ჰლების ცოლი, ანასტასია კოსენკოვა, “მის ბელარუსი“ გახდა და ამ გამარჯვებით მშვენიერმა ანასტასიამ არაერთ სლავ ჯეელს აუმღვრია თვალები.
თუმცა, კაცთა შორის ყველაზე იღბლიანი, ბელარუსი ფეხბურთელი გამოდგა, რომელმაც მოსკოვში დაბადებულ და წარმოშობით რუს ანასტასია კოსენკოვას სიყვარული აუხსნა და მათი რომანიც ძალიან უბრალოდ, მაგრამ ბუნებრივად დაიწყო. როგორც რუსული “ყვითელი“ პრესა წერს, ცნობილ წყვილებს შორის, ჰლებების ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
ვინც ალექსანდრ ჰლების თამაშის სტილი იცით, ალბათ მისი ხასიათის შტრიხებსაც ადვილად მიხვდებოდით. ახლა წარმოიდგინეთ, ასეთი გუნების კაცს ცოლი როგორ უნდა უყვარდეს, რომ მასთან ერთად თამამ ფოტო-გადაღებებს დასთანხმდეს. რას ვიზამთ, სიყვარული, ალბათ, მართლაც მოითხოვს მსხვერპლს!