კალათბურთი

16:39 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონის” “შავი” დღე – 19 ქულა ტაიმში

მას შემდეგ, რაც ლონდონური ტურნეს ეგიდით თორნიკე შენგელიას “ბრუკლინ  ნეთსმა” ზაზა ფაჩულიას ყოფილი კლუბი “ატლანტა ჰოუქსი” იოლად (127:110) დაამარცხა, ოკეანის გაღმა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კიდევ 2 მატჩი ჩატარდა.

უცნაური ამბავი შეემთხვა “ჰიუსტონ როკეტსს”, რომელმაც “ოკლაჰომა სიტი სანდერთან” მატჩის პირველ ტაიმში მეტოქეს 73 ქულა ჩაუგდო, მეორეში კი მხოლოდ – 19 (!) და ამით, ნბა-ს ანტი-რეკორდი გაიმეორა.

ცნობისთვის, საწყის ნახევარში “როკეტსმა” თამაშიდან ბურთების 56.5% (26 46-დან) ჩააგდო, ხოლო მე-2 ტაიმში 36-დან 7 ტყორცნა გამოიყენა (14-ვე სამქულიანი ააცილა) და ბურთი 12-ჯერ დაკარგა.

გასაკვირი არ ყოფილა, რომ მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანები ჯეიმს ჰარდენი და ტერენს ჯონსი 16-16 ქულას ვერ ასცდნენ, ხოლო ოკლაჰომელთა ლიდერმა კევინ დიურანტმა 42:45 წუთში 36 ქულა მიითვალა.

ჩემპიონატის ლიდერ “ინდიანა პეისერზს” (31 მოგება, 7 მარცხი) პრობლემა არც “ნიუ იორკ ნიქსთან” შექმნია და კარმელო ენტონის გუნდი 117:89 გაანადგურა, რითაც მიჯრით მე-9 საშინაო გამარჯვება გაიფორმა. ინდიანელთაგან 20-ქულიან ზღვარს ერთბაშად სამი კალათბურთელი გადასცდა, ხსენებულამ ენტონიმ კი 28 ქულა მიითვალა.

 

ჰიუსტონი – ოკლაჰომა სიტი 92:104 (32:36, 41:23, 10:24, 9:21)

ჰიუსტონი: ჰარდენი (16 ქ. 7 მ. 8 პ.), ჯონსი (16 ქ. 13 მ.), პარსონსი (14 ქ.), ჰოვარდი (11 ქ. 8 მ.), ლინი (6 ქ.); მოტეიუნასი (15 ქ. 7 მ.), ბრუკსი (11 ქ.), გარსია (3 ქ.), კასპი.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (36 ქ. 7 პ.), ჯეკსონი (23 ქ. 6 ჩ.), იბაკა (21 ქ. 15 მ. 5 დ.), სეფოლოშა (5 ქ.), პერკინსი (4 ქ. 8 მ.); ლემბი (5 ქ.), ადამსი (5 ქ.), ფიშერი (3 ქ.), კოლისონი (2 ქ.), ჯონსი.

 

ინდიანა – ნიუ იორკი 117:89 (30:31, 33:17, 24:21, 30:20)

ინდიანა: სტივენსონი (28 ქ.), ჯორჯი (25 ქ. 7 მ.), უესტი (21 ქ.), ჰიბერტი (11 ქ.), ჰილი (3 ქ.); გრეინჯერი (11 ქ.), სკოლა (10 ქ. 7 მ.), უოტსონი (5 ქ.), კოუპლენდი (4 ქ.), მაინმი (4 ქ.), სლოუნი (2 ქ.), ჯონსონი (2 ქ.), ბატლერი.

ნიუ იორკი: ენტონი (28 ქ. 7 მ.), ჩენდლერი (13 ქ. 9 მ.), ფელტონი (12 ქ.), ბარნიანი (6 ქ. 7 მ.), შამპერტი (2 ქ.); ჯეი არ სმიტი (12 ქ.), სტაუდმაიერი (8 ქ.), ჰარდუეი (4 ქ.), ტაილერი (4 ქ.), უდრიჰი, მარი, მარტინი, ოლდრიჩი.

 აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 38 30 1 0 7 3720:3347 0.816
2. მაიამი 38 26 1 2 9 3955:3746 0.711
3. ტორონტო 37 18 1 3 15 3655:3558 0.514
4. ატლანტა 39 17 3 1 18 3965:3930 0.513
5. ვაშინგტონი 37 16 2 4 15 3639:3671 0.486
6. ჩიკაგო 37 17 1 2 17 3415:3433 0.486
7. დეტროიტი 38 16 0 3 19 3781:3897 0.421
8. ბრუკლინი 38 14 2 2 20 3689:3835 0.421
9. შარლოტი 40 14 2 1 23 3735:3864 0.400
10.      ნიუ იორკი 39 13 2 1 23 3716:3850 0.385
11. კლივლენდი 39 10 4 2 23 3750:3971 0.359
12. ბოსტონი 40 14      0      0      26      3802:3947      0.350
13. ფილადელფია      38      9 4 1 24 3887:4196 0.342
14. ორლანდო 39 10 0 4 25 3744:3977 0.256
15. მილუოკი 38 6 1 5 26 3469:3799 0.184

 

დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო 39 30 1 0 8 4085:3768 0.795
2. პორტლენდი 38 26 3 0 9 4146:3905 0.763
3. ოკლაჰომა სიტი 39 27 2 0 10 4084:3807 0.744
4. კლიპერსი 40 25 2 1 12 4235:4004 0.675
5. ჰიუსტონი 41 25 1 1 14 4301:4171 0.634
6. გოლდენ სტეიტი      40      24      1      2      13      4144:3959      0.625
7. ფინიქსი 38 22 0 2 14 3933:3836 0.579
8. დალასი 40 23 0 1 16 4148:4075 0.575
9. დენვერი 38 20 0 0 18 3921:3877 0.526
10. მემფისი 38 17 2 1 18 3651:3677 0.500
11.      მინესოტა 38 17 1 1 19 4068:3901 0.474
12. ნიუ ორლეანი 38 13 2 0 23 3851:3918 0.395
13. საკრამენტო 37 12 2 1 22 3773:3851 0.378
14. ლეიკერსი 39 14 0 0 25 3906:4130 0.359
15. იუტა 40 12 1 1 26 3784:4052 0.325
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.144325