სერიალ “ექიმი ჰაუსში” მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, ჰიუ ლორი ნიჩბოსნობის დიდი მოყვარული კაცი ყოფილა და ახალგაზრდობაში თურმე შესანიშნავი შედეგებიც ჰქონდა სპორტის ამ სახეობაში. თუმცა, შემდეგ მსახიობობამ სპორტი საერთოდ მიავიწყა.
ჰიუ ამჯერად დაქორწინებულია თეატრის ადმინისტრატორ ჯო გრინზე. ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელზე მსოფლიოს ქალები ჭკუას კარგავენ. 2008 წელს მსახიობი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარეს. ჯო გრინი, რომელიც სულაც არ ჰგავს ექიმ ჰაუსის ეკრანულ შეყვარებულს ლიზა კადის, მსახიობმა 80-იანი წლების ბოლოს გაიცნო.
”მე მომწონს ქალები, რომლებიც ლოგიკურად აზროვნებენ," - ამბობს ჰიუ ლორი. 1989 წლის ივნისში წყვილი დაქორწინდა. მათ სამი შვილი ჰყავთ.