თამაშგარე

11:19 | 17.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჰიუ ჰეფნერის კიდევ ერთი ”მსხვერპლი”

ვინც ცნობილი ამერიკული ბულვარული გამოცემის, “ფლეიბოის” ავან-ჩავანი იცის, ისიც კარგად ეცოდინება, თუ რა კაცია ამ ჟურნალის შემქმნელი და გამომცემელი ჰიუ ჰეფნერი. სიჭარმაგეშეპარული ჰიუ ცნობილ ლამაზმანებზე ძველებურად წარმატებით ნადირობს და ახლაც არაერთ პოპულარულ გოგონას ითანხმებს თავისი ჟურნალისათვის თამამ ფოტოსესიებზე. ამჟამად ჰეფნერის ”ბადეში” ახალგაზრდა და პერსპექტიული ამერიკელი ფრენბურთელი გოგონა კელი კარინგტონი გაება.
მიუხედავად იმისა, რომ კელი ფრენბურთისათვის საკმაოდ კარგი მონაცემების სპორტსმენი იყო, მაინც ვერ დააღწია თავი ჰიუ ჰეფნერის ”ჯადო-თილისმას” და ფოტომოდელის კარიერის დაწყებაზე თანხმობა განაცხადა. უფრო მეტიც – კელი აპირებს, საბოლოოდ მიატოვოს სპორტი და ფრენბურთიდან გუდანაბადაკრულმა პოდიუმებსა და ფოტოსტუდიებში გადაინაცვლოს.
ამერიკის სპორტული საზოგადოება ძალიან დაამწუხრა ამ ამბავმა, რადგან როგორც უკვე ვთქვით, კელი კარინგტონი პერსპექტიული სპორტსმენი გახლდათ და ოლიმპიადაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოსვლის დიდი შანსიც ჰქონდა. აქამდე მშვენიერმა კელიმ სხეულის ლამაზ-ლამაზი ნაწილების აღმწერი ფოტოები ერთხელ რამდენიმე წლის წინ გადაიღო, მაგრამ ის მხოლოდ მოყვარულის ფოტოხუმრობა იყო და სხვა არაფერი. ახლა კი, ჰიუ ჰეფნერის მსახვრალმა მაგიამ, შოუ-ბიზნესში საბოლოოდ გადაისროლა.

0.159859