ფეხბურთი

17:08 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიტცფელდმა შვეიცარიის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

შვეიცარიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა ბრაზილიის მუნდიალისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შვეიცარიული პრესის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის არჩევანი ასე გამოიყურება:

მეკარეები: დიეგო ბენალიო (“ვოლფსბურგი”, გერმანია), რომან ბიურკი (“გრასჰოპერსი”), იან ზომერი (“ბაზელი”).

მცველები: იოან ჯურუ (“ჰამბურგი”, გერმანია), მიხაელ ლანგი (“გრასჰოპერსი”), შტეფან ლიხშტაინერი (“იუვენტუსი”, იტალია), რიკარდო როდრიგესი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ფაბიან შერი (“ბაზელი”), ფილიპ სენდეროსი (“ვალენსია”, ესპანეთი), სტივ ფონ ბერგენი (“იანგ ბოიზი”), რეტო ციგლერი (“სასუოლო”, იტალია).

ნახევარმცველები: ტრანკვილო ბარნეტა (“აინტრახტი”, გერმანია), ვალონ ბეჰრამი, ბლერიმ ჯემაილი, გეკჰან ინლერი (ყველა “ნაპოლი”, იტალია), ჟელსონ ფერნანდესი (“ფრაიბურგი”, გერმანია), შერდან შაქირი (“ბაიერნი”, გერმანია), ვალენტინ შტოკერი (“ბაზელი”), გრანიტ ჯაკა (“მიონხენგლადბახი”, გერმანია).

თავდამსხმელები: იოსიპ დრმიჩი (“ლევერკუზენი”, გერმანია), მარიო გავრანოვიჩი (“ციურიხი”), ადმირ მეხმედი (“ფრაიბურგი”, გერმანია), ჰარის სეფეროვიჩი (“რეალ სოსიედადი”, ესპანეთი).

ჩამოთვლილთაგან თუ რომელიმე ფეხბურთელი ბრაზილიაში რაიმე მიზეზის გამო ვერ გაემგზავრება, ჰიტცფელდს რეზერვში შემდეგი მოთამაშეები ჰყავს:

მარვინ ჰიტცი (“აუგსბურგი”, გერმანია), ტიმ კლოზე (“ვოლფსბურგი”, გერმანია), სილვან ვიდმერი (“უდინეზე”, იტალია), ფაბიან ფრაი (“ბაზელი”), პაიტიმ კასამი (“ფულემი”, ინგლისი), პირმინ შვეგლერი (“აინტრახტი”, გერმანია).

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე შვეიცარია ჯგუფში ეკვადორს (15 ივნისი), საფრანგეთსა (20 ივნისი) და ჰონდურასს (26 ივნისი) შეხვდება.

0.111631