გელზენკირხენის “შალკეს” კაპიტანმა ბენედიქტ ჰიოვედესმა კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას “ხუმარების” ოფიციალური საიტი ადასტურებს.
“შალკე” ბრწყინვალე კლუბია. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”, - განაცხადა ჰიოვედესმა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველს გელზენკირხენელებთან კონტრაქტი 2013-2014 წლების სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ჰიოვედედის გადაბირება მიუნხენის “ბაიერნს” სურდა, მაგრამ სადღეისოდ, ტრანსფერი აღარ განიხილება.
ცნობისათვის, ჰიოვედესი “შალკეს” ახალგაზრდულ გუნდს 2001 წელს, 13 წლის ასაკში შეუერთდა.