ფეხბურთი

18:25 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესს სამწელიწადნახევარი მიუსაჯეს

 

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტს, ული ჰიონესს გერმანიის სასამართლომ ციხეში სამწელიწადნახევრის გატარება მიუსაჯა. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება. ჰიონესს გადასახადების დაფარვაში ადანაშაულებენ, რომელთა საერთო თანხა 27 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანიის პროკურატურა ჰიონესისთვის ხუთწელიწადნახევარს მისჯას ითხოვდა, ხოლო ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წელიწადია. თავის მხრივ, “ბაიერნის” პრეზიდენტის ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს, რომ მათი კლიენტისთვის პატიმრობა სხვა სასჯელით შეეცვალათ. 

0.113381