ფეხბურთი

17:59 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიონესი გადადგა, “ბაიერნს” ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ული ჰიონესი მიუნხენის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს და “ბაიერნის” პრეზიდენტის პოსტიდანაც წავა.

ხუთშაბათს, მას სასამართლომ გადასახადების დამალვისთვის სამწელიწადნახევრის ციხეში გატარება მიუსაჯა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიონესს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, აპელაციას არ შეიტანს.

“შექმნილი სიტუაციის ჩემს ოჯახთან განხილვის შემდეგ, საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დავეთანხმე. ადვოკატებს უკვე დავავალე, რომ საქმის გადასახედად დოკუმენტები არ მოამზადონ. ეს წესიერებისა და პირადი პასუხისმგებლობისთვის ჩემს მიდგომას შეესაბამება. გადასახადებისგან თავის არიდება ჩემს ცხოვრებაში შეცდომა იყო, რომელმაც თავისი შედეგები მოიტანა. გარდა ამისა, “ბაიერნის” პრეზიდენტის პოსტს დაუყონებლივ დავტოვებ და აღარც კლუბის სამეთვალყურეო საბჭოში ვიქნები. არ მსურს, რომ ჩემს ირგვლივ შექმნილმა სიტუაციამ კლუბს ზიანი მიაყენოს. “ბაიერნი” ჩემი ცხოვრების სამუშაო იყო და ყოველთვის კლუბთან ერთად ვიქნები. ჩემო მეგობრებო და “ბაიერნის” გულშემატკივრებო. მხარდაჭერისთვის მთელი გულით მადლობას გიხდით”- იუწყება ჰიონესი თავის წერილში.

“ბაიერნის” ახალი პრეზიდენტი კარლ ჰოფნერი გახდა, რომელიც აქამდე კლუბის მმართველთა საბჭოს ვიცეთავჯდომარე იყო. კლუბის მმართველთა საბჭოს თავჯდომარედ “ადიდასის” აღმასრულებელი დირექტორი ჰერბერტ ჰაინერი დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ ჰოფნერი კლუბში 1983 წლიდან მუშაობს, ხოლო ჰაინერი – 2001-დან.  

0.106733