კალათბურთი

16:01 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის “მაკაბიმ” სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა

თელ ავივის “მაკაბიმ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების უკანახაზელი რიკი ჰიკმანი იცავს, ისრაელის რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

თელ ავიველებმა პირველობის დასკვნით შეხვედრაში ჰაიფას “მაკაბი” 74:59 დაამარცხეს და სეზონი 22 მოგებით და 7 მარცხით “დახურეს”.

ჰიკმანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 23 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. რიკიმ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და 6 შეცდომა დაუშვა.

მეოთხედფინალურ სერიაში “მაკაბი” “გალილ გილბოას” შეხვდება. სერია ორ მოგებამდეა, პირველი მატჩი კი 3 მაისს შედგება.

0.119129