კალათბურთი

2:02 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიკმანის “მაკაბი” ფინალში დაწინაურდა

ისრაელის ჩემპიონატის ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა თელ-ავივის “მაკაბიმ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი რიკი ჰიკმანი იცავს. თელ-ავიველები ჰაიფას “მაკაბის” ესტუმრნენ და დამაჯერებლად ჩატარებული პირველი ტაიმის (37:47) ხარჯზე – 81:77 იმარჯვეს.

ქართული პასპორტის მქონე ამერიკელმა კალათბურთელმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და 14 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. რიკიმ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ჰიკმანის პასივში 1 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი იყო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ტაირის რაისი გახლდათ, რომელმაც 30 წუთში 30 ქულა ჩააგდო. ამერიკელები გამოირჩნენ ჰაიფელთა მხრიდანაც – დონტა სმიტმა და ბრაიან რანდლემ, შესაბამისად, 29 და 27 ქულა მიითვალეს.

ფინალის მე-2 მატჩი 11 ივნისს თელ-ავივში შედგება.

0.115274