ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა, თავისი პირველი შეხვედრისთვის 25 ფეხბურთელს უხმო.
23-კაციანი შემადგენლობიდან, რომლითაც ჰოლანდიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, არ არიან გამოძახებულნი ჯონათან დე გუზმანი და ტერენს კონგოლო.
სამაგიეროდ, ნაკრებში დაბრუნდნენ გრეგორი ვან დერ ვილი და რაფაელ ვან დერ ვაარტი. მათ გარდა, “ნარინჯისფრებს” მეკარე იერუნ ზოეტი და მცველი ერიკ პიტერსი შეუერთდა.
ჰოლანდიელთა სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: იასპერ სილესენი (“აიაქსი”), მიხაელ ვორმი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ტიმ კრული (“ნიუკასლი”, ინგლისი), იერუნ ზოეტი (პსვ).
მცველები: დეილი ბლინდი (“აიაქსი”), სტეფან დე ვრეი (“ლაციო”, იტალია), დერილ ჯანმაატი (“ნიუკასლი”, ინგლისი), ბრუნო მარტინს ინდი (“პორტო”, პორტუგალია), ერიკ პიტერსი (“სტოკი”, ინგლისი), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ, საფრანგეთი), რონი ვლაარი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), ჟოელ ველტმანი (“აიაქსი), პოლ ვერხაგი (“აუგსბურგი”, გერმანია).
ნახევარმცველები: ჟორდი კლასიე (“ფეიენოორდი”), ნაიჯელ დე იონგი (“მილანი”, იტალია), ლეროი ფერი (ქპრ, ინგლისი), არიენ რობენი (“ბაიერნი”, გერმანია), უესლი სნეიდერი (“გალათასარაი”, თურქეთი), რაფაელ ვან დერ ვაარტი (“ჰამბურგი”, გერმანია), ჟორჟინიო ვეინალდუმი (პსვ).
თავდამსხმელები: მემფის დეპაი (პსვ), კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”, გერმანია), დირკ კუიტი (“ფენერბახჩე”, თურქეთი), ჯერმეინ ლენსი (“დინამო”, უკრაინა), რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი).
ჰოლანდიის ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ირაკლი ალიმბარაშვილი