ფეხბურთი

15:03 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა “ანჟისთან” გაახანგრძლივა

 

მახაჩყალის “ანჟის” გუს ჰიდინკი კიდევ ერთი წელიწადის განმავლობაში უთავკაცებს. ამის შესახებ ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა კონსტანტინ რემჩუკოვმა დაწერა თავის “ტვიტერში”.

“ჰიდინკის ძველ კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის ძალითაც, ხელშეკრულების წელიწადით გახანგრძლივება შესაძლებელი იყო. ეს პუნქტი მხარეებმა დიდი სიამოვნებით გამოიყენეს. მეც მოხარული ვარ”, - დაწერა რემჩუკოვმა.

აღსანიშნავია, რომ ჰიდინკს ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” იწვევდა. 

 

0.148983