ცნობილი ჰოლანდიელი საფეხბურთო სპეცილისტი გუს ჰიდინკი პსვ-ს სამწვრთნელო შტაბის კონსულტანტად დანიშნეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ეინდჰოვენელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ განაცხადა.
ჰიდინკი პსვ-ში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. კოკუს განცხადებით, 67 წლის მწვრთნელი გუნდის სავარჯიშო პროცესს მინიმუმ კვირაში ერთხელ დაესწრება. აქვე გეტყვით, რომ ჰიდინკს ეინდოვენელთა თავკაცად 1984-1987, 1987-1990 და 2002-2006 წლებში უმუშავია.
ამჟამად, პსვ-ს ჰოლანდიის ერედივიზიონში 32 ქულით მე-7 ადგილი უკავია.