ფეხბურთი

21:19 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰერტამ” შტოკერი გაიფორმა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და “ბაზელის” ნახევარმცველი ვალენტინ შტოკერი, მომდევნო სეზონიდან, გერმანულ “ჰერტაში” ითამაშებს.

სატრანსფერო ფასის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. Kicker-ის ცნობით, ბერლინელებს 25 წლის ფეხბურთელის შეძენა დაახლოებით 4 მილიონი ევრო დაუჯდათ. “ჰერტამ” შვეიცარიელთან 2018 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა.

შტოკერი “ბაზელის” სკოლის აღზრდილია, შვეიცარიის ჩემპიონატში მან 162 თამაში ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.

0.122788