ნორვეგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე რუნე იარსტეინი კარიერას ბერლინის “ჰერტაში” გააგრძელებს. ამის შესახებ “ჰერტას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
იარსტეინმა ბერლინელებთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2014 წლის პირველი იანვრიდან შევა.
29 წლის იარსტეინს ნორვეგიის ნაკრებში 35-ჯერ უთამაშია. “ვიკინგამდე” ის “რუსენბორგსა” და “ოდ გრელანდში” გამოდიოდა.