ფეხბურთი

12:31 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰენტო: “მიხარია, რომ ჟოზე წავიდა”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ფრანსისკო ჰენტომ ერთ-ერთ ესპანურ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში თქვა, რომ ჟოზე მოურინიოს “სამეფო კლუბიდან” წასვლამ ძალიან გაახარა. ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მისამართით კი ჰენტომ ქება არ დაიშურა.

“მოურინიოს მადრიდიდან წასვლის შემდეგ დავმშვიდდი და ეს გრძნობა მარტო მე კი არა, “რეალის” ძალიან ბევრ გულშემატკივარს დაეუფლა. კარლო ანჩელოტი დიდი ხანი არაა, რაც დაინიშნა, მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ძალიან კარგი სპეციალისტია. რაც მთავარია, ზრდილობიანი ადამიანია და პორტუგალიელი სპეციალისტისგან განსხვავებით, უცნაური ქცევებით და კონფლიქტებისკენ სწრაფვით არ გამოირჩევა” – განაცხადა ფრანსისკო ჰენტომ.

 

0.112884