ფეხბურთი

15:27 | 14.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი 3 მატჩით დასაჯეს

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა “ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

ჰენდერსონმა “მანჩესტერ სიტისთან” ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის ცენტრალურ მატჩში (3:2) სამირ ნასრიზე თამაშის წესი ძალზე უხეშად დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო. ინგლისელს სასჯელი დაუმძიმდა და დისკვალიფიკაცია სამ მატჩამდე გაუხანგრძლივდა.

ამგვარად, ჰენდერსონი “ნორვიჩთან”, “კრისტალ პალასთან” და “ჩელსისთან” მატჩებს გამოტოვებს.

 

0.125403