საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროს დასასვენებლად არაერთი ცნობილი და მდიდარი ადამიანი სტუმრობს. ამჯერად მონაკოს გრან-პრიზე, ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი, ბრიტანელი პილოტი ლიუის ჰემილტონი თავის მეგობარ გოგონასთან, ასევე სახელგანთქმულ მომღერალსა და მოცეკვავე ნიკოლ შერზინგერთან ერთად საკუთარი იახტით ესტუმრა.
ალბათ ამიტომაც ვერ „ელევა“ ნიკოლი ჰემილტოს. არადა, მათი ურთიერთობა ბურუსითაა მოცული და ცოტა ხნის წინ საკმაოდ ბევრს ჭორაობდნენ მათ შესაძლო დაშორებაზე. ასეა თუ ისე, წყვილი ამჟამად ერთადაა და იმ წამიდან, რაც ლამაზმანმა მონაკოს მიწას ფეხი დაადგა, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. ნიკოლს სოფი ლორენის სტილის ზურგმოშიშვლებული საცურაო კოსტიუმი და მზის ქუდი ეხურა და საკმაოდ გამომწვევად გამოიყურებოდა. ამის ფონზე ცოტა უხეშად მოჩანდა ნაიარევი მის მარჯვენა მკერდთან.
ალბათ ყვითელ პრესაში ჭორების აგორების ერთ-ერთი მიზეზი ეს ფაქტიც გახდა, მაგრამ შერზინგერი ირწმუნება - ისევ ისე მიყვარს ლიუისი, როგორც ადრე და არ მსურს ჩვენი ურთიერთობის წვრილმანებზე ლაპარაკიო.
ვნახოთ, როგორ გააგრძელებს წყვილი ურთიერთობას ლაჟვარდოვანი სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ _ ჰემილტონი მოუშუშებს ნაიარევს ნიკოლს თუ სხვა ჭრილობასაც მიაყენებს...