30 წლის ცენტრალური მცველი ჯონ ჰეიტინგა “ჰერტას” ფეხბურთელი გახდა. გერმანულმა გუნდმა ოფიციალურმად დაადასტურა, რომ ჰოლანდიელმა უკანახაზელმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ბუნდესლიგაში თამაში ძალიან მინდოდა. ამიტომ, “ჰერტას” სიამოვნებით დავთანხმდი. გუნდთან და შესანიშნავი გულშემატკივრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. ამსტერდამის, მადრიდისა და ლონდონის შემდეგ ბერლინი ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი დედაქალაქი იქნება, სადაც ვითამაშებ.” – აცხადებს ჰეინტინგა.
ჯონ ჰეიტინგას, აქამდე, “აიაქსში”, მადრიდის “ატლეტიკოში”, “ევერტონსა” და “ფულემში” უთამაშია. “ჰერტას” ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.