რაგბი

22:12 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ 23 მორაგბის ვინაობა გაამხილა, რომელთაც 1-ელ თებერვალს “ავჭალაზე” ბელგიის ეროვნული ნაკრები უნდა დაამარცხონ.

“ერთ თასისა” და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩი შაბათს 15 საათზე დაიწყება და საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხონ და პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელოც გაიტანონ. მაგრამ მეტოქე ხელწამოსკრავი არაა და ეს შარშან ბრიუსელში გამართულ მატჩშიც გამოჩნდა, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” შეხვედრის დასკვნით წუთებში გამოჩენილი თავდადების ხარჯზე 17:13 დაამარცხეს.

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. პირველი ტური

1 თებერვალი. შაბათი

თბილისი. “ავჭალა”. 15 საათი

საქართველო - ბელგია

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 72 კეპი, 476 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 67, 115), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 68, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი, 19, 30), 11. გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 36, 30), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 26, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 17); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 14, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 19, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 32, 10), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 15), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 57, 15), 6. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 8), 7. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 70, 40), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 28, 25).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 16, 5), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 3), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 10, 15), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 33, 35), 20. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 24, 10); 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 6), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 41, 105), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 12, 52).

განაცხადში ვერ მოხვდნენ: ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ლევან გოგოლაშვილი (“ყოჩები”, თბილისი).

რუმინეთი - პორტუგალია

ესპანეთი - რუსეთი

 

საქართველო                                 5            4            1            0            135-61            19           
რუმინეთი 5 4 1 0 114-65 19
რუსეთი 5 3 0 2 110-116 14
პორტუგალია 5 1 1 3 75-96 7
ბელგია 5 0 1 4 92-131 5
ესპანეთი 5 0 2 3 72-129 5
0.117307