იყო დრო, როდესაც თურქი ფეხბურთელის, ჰასან შაშის სახელი არამხოლოდ თურქეთში – მთელს ევროპაშო ქუხდა. სტამბოლის “გალათასარაიში“ მობურთალი შაში თურქეთის საფეხბურთო ნაკრებშიც კარგად თამაშობდა და 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების წარმატებაში შაშის წვლილიც დიდი იყო.
დღეს შაში ოსმალეთში საკმაოდ პატივსაცემ კაცად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მთლიანად ბიზნესშია გადავარდნილი და ფულის შოვნის ერთობ საინტერესო გზა გამოძებნა. ჰასან შაშის მფლობელობაშია საოჯახო ჭურჭლის მწარმოებელი რამდენიმე ფაბრიკა.
თურქ ჟურნალისტებთან საუბრაში ვეტერანი თურქი ფეხბურთელი ამბობს, რომ ნაკრებში და ”გალათასარასიში“ მისი მეგობარი ფეხბურთელვბი ხშირად ქირქილებენ მის ბიზნესზე, მაგრამ ჰასანს ეს არ აღელვებს. ფეხბურთელი მოხარულია, რომ მისი ბიზნესი წარმატებულია და ბლომად ფულსაც შოულობს.