პოპულარული ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე ჯო ჰარტი, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ სიტისთან" ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
"ქალაქელების" 27 წლის კარის დარაჯს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება და "სიტის" მეკარის შენარჩუნება დიდი ხნით სურს.
ჯერჯერობით მეკარის ანაზღაურების გაზრდასთან დაკავშირებით ინფორმაცია უცნობია. ჯო ჰარტი ამჟამინდელი კონტრაქტით კვირაში 80 000 გირვანქას გამოიმუშავებს.
გასულ სეზონში ინგლისის ნაკრების მეკარემ 39 შეხვედრა ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.
გიორგი ბალახაძე