გერმანიის ბუნდესლიგის მომდევნო ტური „მაინცისა“ და „ჰანოვერის“ დაპირისპირებით გაიხსნა. კლუბები სატურნირო ცხრილში ახლო-ახლოს იყვნენ და ამ გამარჯვებით, მაინცელები მეტოქესთან მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ.
მატჩის პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა. მეორე ტაიმის დებიუტში, ნიკოლაი მიულერის პასით იუნუს მალიმ ისარგებლა და მასპინძლები წინ გაიყვანა. ჰანოვერელები შეტევაში გადავიდნენ და ქულის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გოლი თავიანთ კარში მიიღეს - თავი ერიკ შუპო-მოტინგმა გამოიჩინა.
ამგვარად, „მაინცმა“ 2:0 იმარჯვა და „ჰანოვერთან“ ქულათა სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა.
მაინცი. „კოფას არენა“. 27000
მაინცი - ჰანოვერი 2:0 (0:0)
მაინცი: კარიუსი, ნოვესკი, პოსპეხი, დიასი, ჩჟუ-ჰუ (ჩუპო-მოტინგი 46), ბელი, სალერი (ზიმლინგი 78), მიულერი, მალი (ჩჟა-ჩოლი 60), გეისი, ოკაზაკი.
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ჰანოვერი: ცილერი, შულცი (შლაუდრაფი 75), მარსელო, რაიტორალი, ჰოფმანი, ჰუსტი, შტინდლი, შმიდებახი, ბიტენკორტი (პრიბი 62), დიუფი, რუდნევი.
მწვრთნელი: ტაიფუნ კორკუტი
გოლი: 1:0 მალი (51), 2:0 ჩუპო-მოტინგი (90)
გაფრთხილება: ზიმლინგი (85) - შულცი (11), ბიტენკორტი (55), პრიბი (65)
კარში დარტყმა: 19 (10) – 14 (8) ჯარიმა: 15 - 12 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 4 - 0 ბურთის ფლობა: 43% - 57% სეივი: 8 – 8