“ნაპოლის” 24 წლის ნახევარმცველმა, მარეკ ჰამშიკმა სიტყვა შეასრულა და იტალიის თასის ფინალურ მატჩში “იუვენტუსის” (2:0) დამარცხების შემდეგ, თავი გადაიპარსა.
“თმა, პაოლო კანავარომ და კრისტიან მაჯომ გადამპარსეს. პირობა დავდე, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩემს ქოჩორს (“იროკეზს”) გამოვემშვიდობებოდი და ასეც მოვიქეცი.
დიდი ხნის შემდეგ, “ნაპოლიმ” თასი კვლავ მოიპოვა. მოუთმენლად ველი ნეაპოლში ჩასვლას, რათა ტრიუმფი გულშემატკივართან ერთად აღვნიშნო.
“ნაპოლისთან” კიდევ 5 წლიანი კონტრაქტი მაქვს. კლუბი ვითარდება და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, შემდეგ წელიწადს ხომ, კვლავ ევროთასების მონაწილეები ვიქნებით” – აცხადებს ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ ხსენებულ მატჩში სლოვაკმა ნახევარმცველმა მეორე და დამაგვირგვინებელი გოლი გაიტანა.