“ნაპოლის” სლოვაკი შემტევი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი გამოჯანმრთელებასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას თავად ფეხბურთელი ავრცელებს.
“რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ფეხი უკვე აღარ მტკივა და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში მწვრთნელის განკარგულებაში ვიქნები.” – აცხადებს ჰამშიკი სლოვაკურ პრესასთან საუბრისას.
მარეკ ჰამშიკს უქმობა 23 ნოემბრის შემდეგ უწევს. ივარაუდება, რომ ის გუნდს 6 იანვარს, “სამპდორიასთან” გასამართ მატჩში დაუბრუნდება.