ფეხბურთი

17:31 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგის” თავკაცი ვან დერ ვაარტით აღფრთოვანებულია

გერმანული “ჰამბურგის” მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი ჰოლანდიელი ნახევარმცველის ვან დერ ვაარტის თამაშით აღფრთოვანებულია.

“ვფიქრობ, ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც ამბობენ, რომ თანამედროვე ფეხბურთში ვან დერ ვაარტის მსგავსი მოთამაშეების ადგილი არ არის. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ რაფაელმა განვლილ ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

ჩემთვის ის კვლავ ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას თამაშის სადავეების ხელში დაჭერა შეუძლია, მეტოქის კართან ძალიან სახიფათოა და ნამდვილი ლიდერია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ხალხი ხუმრობს, როდესაც ამბობენ თითქოს ის თანამედროვე საფეხბურთო სტილში ვერ ჯდება” – იუწყება ფინკის სიტყვებს გერმანული პრესა.


0.116378