სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდი ჰალკი “დორტმუნდში” გადასვლითაა დაინტერესებლი. დორტმუნდელთა კაპიტანმა სებასტიან კელმა “ზენიტთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ბრაზილიელმა მასთან იურგენ კლოპის გუნდში გადასვლის შესახებ ისაუბრა.
“ჰალკმა მკითხა, მოერგებოდა თუ არა მისი სათამაშო სტილი “დორტმუნდს” და რამდენად შესაძლებელი იყო მისი ტრანსფერი ჩვენს კლუბში. ნამდვილად არ ვიცი, “დორტმუნდის” ფინანსური მდგომარეობა მისი შეძენის საშუალებას თუ მოგვცემს”, - განუცხადა კელმა გერმანულ მედიას.
შეგახსენებთ, რომ “დორტმუნდმა” “ზენიტს” 4:2 სძლია.