სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელმა ჰალკმა განაცხადა, რომ არსებული ვითარებით კმაყოფილია და კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს.
“არა მგონია, “ზენიტიდან” წავიდე. ვფიქრობ, ახლა ყველამ უკეთ იცის, როგორ ვთამაშობ. დიდი ხანია, რაც ფეხბურთში ვარ და ყოველი სეზონის შემდეგ კლუბის შეცვლაზე იწყება საუბარი. ამას უკვე მივეჩვიე. ერთი რამ ზუსტად ვიცი: “ზენიტში” ყველაფერი მაკმაყოფილებს, 5-წლიანი კონტრაქტი მაქვს და მხოლოდ 26 წლის ვარ. ალბათ, ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება, მაგრამ ახლა, ხალხმა ჩემი აზრი უკვე იცის. “ზენიტში” იმიტომ მოვედი, რომ მინდა გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. იმედია, გულშემატკივრებს მოვწონვარ. “ზენიტში” თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ”, - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Goal.com-ი.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ჰალკის გადაბირებას ლონდონის “ჩელსი” ეცდება.