ფეხბურთი

10:57 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი წასვლაზე ალაპარაკდა

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბრაზილიელმა შემტევმა ჰალკმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კლუბი მიმდინარე სატრანსფერო სეზონში შეიცვალოს. ამ შემთხვევაში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში გეგმავს გადაბარგებას.

“დიახ, სხვა კლუბების ინტერესების შესახებ ვიცი. თუკი “ზენიტს” დავტოვებ, უკეთეს ქვეყანაში, ჩემპიონატსა და კლუბში გადავალ”, - განუცხადა ჰალკმა Globoesporte-ს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის ხილვა ლონდონის “ჩელსისა” და “მონაკოს” სურთ.

 

0.134008