ფეხბურთი

17:24 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰალკი: “როცა ტრიბუნებიდან მისტვენენ, წყნარად ვარ”

 

ოთხშაბათს, კონფედერაციის თასზე მექსიკასთან გამარჯვების შემდეგ (2:0), ბრაზილიის ნაკრებმა ნახევარფინალის საგზური გაინაღდა. რუსული “ზენიტის” ნახევარმცველი ჰალკი იმედოვნებს, რომ ამ ტურნირის შემდეგ მას ბრაზილიაში უკეთ გაიცნობენ.

“მინდორზე ყოველი გასვლისას, ჩემი მეგობრების მსგავსად, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ კიდევ ერთხელ მეღირსა ეროვნული გუნდის მაისურის ჩაცმა, - უთხრა ჰალკმა Globoesporte-ს, - როცა ტრიბუნებიდან მისტვენენ, წყნარად ვარ, რადგან მესმის, რომ ნაადრევად დავტოვე ბრაზილია და ბევრი უბრალოდ არ მიცნობს. ახლა შანსი მაქვს ეს დამოკიდებულება შევცვალო”.

ჰალკს მართლაც ხშირასდ უსტვენენ და ეს კონფედერციის თასის მატჩებზეც გამოჩნდა. ბრაზილიელი გულშემატკივრები მას “თავისიანად” ჯერაც არ მიიჩნევენ. მისმა პროფესიულმა კარიერამ ხომ სამშობლოს გარეთ: იაპონიაში, პორტუგალიასა და რუსეთში ჩაიარა.

“სიძნელეების არ მეშინია, - ამბობს ჰალკი, - მთელი ცხოვრება მათ გადალახვაში ვიყავი და მგონი ხშირად გამარჯვებული გამოვდიოდი. ასე რომ, კონფედერაციის თასზე წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში, ვფიქრობ, ქომაგები სხვაგვარად შემხედავენ”.

თეგებიჰალკი
0.125531