ალჟირის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა იმ 30 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომელთაგან ბრაზილიაში წამსვლელ 23-ს შეარჩევს.
ალჟირული გამოცემების ინფორმაციით, ჰალილოჯიჩმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:
მეკარეები: ეზდინ დაუკხა (“ელ-ჰარაში”), მუჰამედ ზემამუში (“ალჟირი”), რაის მბოლი (ცსკა, ბულგარეთი), მუჰამედ სდრიკი (“კონსტანტინე”).
მცველები: ესაიდ ბელკალემი (“უოტფორდი”, ინგლისი), მაჯიდ ბუგერა (უგუნდო), ლიასინ კადამურო (“მალიორკა”, ესპანეთი), ფაუზი გულამი (“ნაპოლი”, იტალია), რაფიკ ჰალიში (“აკადემიკა”, პორტუგალია), ნასერედინ ჰუალედი (“ალჟირი”), აისა მანდი (“რეიმსი”, საფრანგეთი), კარლ მეჯანი (“ვალანსიენი”, საფრანგეთი), ჯამელ მესბა (“ლივორნო”, იტალია), მეჰდი მოსტეფა (“აიაჩო”, საფრანგეთი).
ნახევარმცველები: ნაბილ ბენტალები (“ტოტენჰემი”, ინგლისი), რიიად ბუდებუზი (“ბასტია”, საფრანგეთი), იასინ ბრაიმი (“გრანადა”, ესპანეთი), ადლერ გედიურა (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ამირ კარაუი (“სეტიფი”), მეჰდი ლასენი (“ხეტაფე”, ესპანეთი), საფირ ტაიდერი (“ინტერი”, იტალია), ჰასენ იებდა (“უდინეზე”, იტალია).
თავდამსხმელები: რაფიკ ჯებური (“ნოტინგემ ფორესტი”, ინგლისი), აბდელმუმენ ჯაბუ (“ქლაბ აფრიკენი”, ტუნისი), სოფიან ფეგული (“ვალენსია”, ესპანეთი), რაიად მაჰრეზი (“ლესტერი”, ინგლისი), ნაბილ გილასი (“პორტუ”, პორტუგალია), ისლამ სლიმანი (“სპორტინგი”, პორტუგალია), ჰილალ სუდანი (“დინამო”, ხორვატია), ფუად კადირი (“რენი”, საფრანგეთი).
მსოფლიოს ჩემპიონატზე ალჟირის ნაკრებში ჯგუფში რუსეთის, ბელგიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.