მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოს სრული ტრიუმფით დასრულდა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული სექტემბრის ბაშო. “თეთრმა ფენიქსმა” 15-დან 14 ორთაბრძოლაში იმარჯვა და უახლოეს კონკურენტებს – ოძეკი კისენოსატოს და სეკივაკე გოეიდოს სამ-სამი მოგებით გაასწრო.
ჰაკუჰოს “იმპერატორის თასი” ბოლო ტურის (სენსიურაკე) წინაც განაღდებული ჰქონდა, თუმცა, თავისთვის მოდუნების საშუალება არ მიუცია და თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯის კოტენაგეთი სძლია. საერთო ჯამში, ამ უკანასკნელს ერთბაშად 5 მარცხი შეემთხვა.
სამწუხაროდ, წარუმატებლად იასპარეზა უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონს შემორჩენილმა ერთადერთმა ქართველმა სუმისტმა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს 6 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) გამო, წოდებაში მორიგი დაქვეითება