სხვა

15:34 | 24.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკუჰოს პირველი მარცხი

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ტოკიოს ბაშოზე ზედიზედ მოპოვებულ ოთხ გამარჯვებას ისევ მარცხი მიაყოლა და თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) გაუხდა.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მორიგ დღეს გაგამარუმ დასავლეთის მე-12 მაეგაშირა სადანოფუჯისთან იორიკირით წააგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება და თუკი სატიტულო წინსვლა სურს, დარჩენილი 5 შერკინებიდან მინიმუმ 3 მაინც უნდა მოიგოს. გაგამარუს მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტამავაში იქნება.

ტოკიოს ბაშოს მე-10 დღის მთავარი მოვლენა იოკოძუნა ჰაკუჰოს მარცხი გახლდათ. მონღოლმა ჩემპიონმა სეკივაკე გოეიდოსთან ოშიდაშით წააგო და ეს, შეჯიბრზე მისი პირველი წარუმატებლობა გახლდათ.

ჰაკუჰოს აქტივში 9 მოგება გახლავთ და იგი უახლოეს კონკურენტებს – იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, ოძეკი კისენოსატოს და მე-13 მაეგაშირა ჰომაშოს 1 გამარჯვებითღა უსწრებს.

0.111844